spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – არაა გამორიცხული, რომ ცეცხლის შეწყვეტას რუსეთი დათანხმდეს, რათა მსოფლიოს აჩვენოს, რომ მშვიდობისმყოფელია

ახლა არაა გამორიცხული, რომ ცეცხლის შეწყვეტას რუსეთი დათანხმდეს, რათა მსოფლიოს აჩვენოს, რომ მშვიდობისმყოფელია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა დონალდ ტრამპის მთავარი მიზანია, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო, რუსეთიც შესაძლოა, დათანხმდეს.

“ცეცხლის შეწყვეტასთან შეიძლება, ახლოს იყოს ვითარება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე იოლია, როცა მხარეებს თავისი ინტერესები გააჩნიათ. რუსეთს ნამდვილად არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა გაიგივებული იყოს მშვიდობასთან, რუსეთს არ უნდა მშვიდობა, მას უნდა გამარჯვება, მშვიდობა უნდა ტრამპს. მათ სხვადასხვა ამოცანები აქვთ. ტრამპი მაშინ გაშლის ფრთებს და დაიწყება აშშ-ში ტრამპიზმი, თუ შუალედურ არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვეს რესპუბლიკელებმა.

არაა გამორიცხული, რომ 2-3 წელიწადში, თუ უფრო ადრე არა, ყველაფერი დაუბრუნდეს ძველ ადგილს. აშკარაა, რომ ტრამპს სჭირდება მყისიერი ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთი ამის გამკეთებელი არის, მას აწყობს კიდეც, რომ შეწყვიტოს ცეცხლი გარკვეული დროით, ნახოს – სად აქვს სუსტი მხარეები და მომავალში უფრო სტრატეგიულად გათვალოს. რაც შეეხება  გრძელვადიან მშვიდობას, მე მგონი, ეს უბრალოდ სიტყვის მასალაა. ტრამპმა ისიც თქვა, რომ შეუძლებელია, ზელენსკიზე დიქტატორი მეთქვაო და კი არ თქვა, დაწერა პირდაპირ. თუ ცეცხლი შეწყდა, მისთვის მშვიდობაც ესაა და ყველაფერი.

ახლა არაა გამორიცხული, რომ ცეცხლის შეწყვეტას რუსეთი დათანხმდეს, რათა მსოფლიოს აჩვენოს, რომ მშვიდობისმყოფელია.

დროის შუალედი რუსეთთან ერთად უკრაინასაც სჭირდება, რომ ამოისუნთქოს და ნახოს, სად აქვს სუსტი წერტილები.

მაკრონის ვიზიტით ტრამპი მიხვდა, რომ ევროპა მას არ მიჰყვება და მიხვდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა არ მიჰყვება, ის თავისას მაინც გააკეთებს. ის არ აპირებს, რომ ევროპას ანგარიში გაუწიოს, პირიქით, ის თვლის, რომ საბოლოო ჯამში, ევროპა გაუწევს მას ანგარიშს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები