spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – ჰელსინკის კომისია ჰაერზე არ იტყვის არაფერს, მათ აქვთ ძალიან დამაჯერებელი ფაქტები

ის მოლოდინი, რაც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, წყალში იყრება. ჩამოსული იყო კონგრესმენი, მაგრამ მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, ვერ ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა, რას აპირებს საქართველო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

“მაღალი დონის დელეგაცია იყო ჩამოსული. ისინი არ კარგავენ საქართველოს, არ უნდათ საქართველოს მიტოვება, ჩამოიტანეს სერიოზული შეტყობინებები, ამას მოჰყვა ჰელსინკის კომისიის განცხადებაც. ის მოლოდინი, რაც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, წყალში იყრება.

მე მგონია, რომ ისინი ელიან შემდეგ ნაბიჯებს. ჩამოსული იყო კონგრესმენი, მაგრამ მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, ვერ ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა, რას აპირებს საქართველო, რომ გააუმჯობესოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მკაფიოდ ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ნაბიჯი არ იქნება. თქვენ მიიღეთ ეს “რუსული კანონი” და ამ კანონით ამერიკა და ევროკავშირი აღიარეთ მტრებადო.

ჰელსინკის კომისია ჰაერზე არ იტყვის არაფერს, მათ აქვთ ძალიან დამაჯერებელი ფაქტები. ვისაც არ უნდა გაეცა ეს ინფორმაცია, ეს იქნება ღირსეული ადამიანი ამ ეპიზოდში”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები