spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – ივანიშვილის ეს გამოსვლები დამთრგუნველი სანახაობაა ამ შუშის კარადაში და ინტერვიუც ძალიან მძიმე იყო

ივანიშვილის ეს გამოსვლები დამთრგუნველი სანახაობაა ამ შუშის კარადაში და ინტერვიუც ძალიან მძიმე იყო. ინტერვიუში ვნახეთ, დიდი ხნის შემდეგ თავისუფლად მოაზროვნე ივანიშვილი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძე ევროპას აბრალებს ტყუილებს, არადა, ყოველ მის წინადადებაში ტყუილებია.

“ივანიშვილის ეს გამოსვლები დამთრგუნველი სანახაობაა ამ შუშის კარადაში და ინტერვიუც ძალიან მძიმე იყო. ინტერვიუში ვნახეთ, დიდი ხნის შემდეგ თავისუფლად მოაზროვნე ივანიშვილი, სულ სხვანაირს ვიცნობდი. ადრე იყო იუმორით სავსე, ხალისიანი, რადგან თავს გამარჯვებულად თვლიდა და ამიტომ, არ მისდევდა და არ აკონტროლებდა თავის აზრებს. ახლა, ინტერვიუში იყო საშინელება, რადგან სულ ფიქრობდა იმაზე, რა არ ეთქვა და როგორ არ ეთქვა და ეს ყველაფერი ძალიან დამთრგუნველი იყო.

“ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ არ შეუძლიათ არაფრის შეპირება და გაკეთება, უკვე მერამდენედ ჩაიჭრნენ. წყალტუბოს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იქ უამრავი უნიკალური საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი სანატორიუმია და რა გახდა, რომ იპოვონ ინვესტორები და აღადგინონ ეს ყველაფერი, ეს არ არის შეუძლებელი და როგორც ბიძინა იტყოდა უფასო ფული, რაც ახლაც არ მესმის რას ნიშნავს.

ივანიშვილმა კარგად იცის, რომ საქართველო იცლება და განცდა აქვს ასეთი, რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, ღარიბი სახელმწიფო ვართ, ყველას ვერ გავწვდებით, ამიტომ, ბუნებრივია, ის, რაც ხდება საქართველოში.

კობახიძე ევროპას აბრალებს ტყუილებს, არადა, ყოველ მის წინადადებაში ტყუილებია, მიუხედავად ამისა, თამამად საუბრობენ ევროპელების ტყუილებზე, მაგრამ ეგ ტყუილი არაა, ისინი სიმართლეს გვეუბნებიან. იმედი მაქვს, საარჩევნო უბნებზე საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები