spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა ზაქარეიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ აიყვანა პოლიციამ ჩემი შვილი, ასევე ჩანს, რომ სახეზე შეწითლებულია, იმედია, ეს არ არის სისხლი

კადრებში ჩანს, როგორ აიყვანა პოლიციამ ჩემი შვილი და ასევე ჩანს, რომ სახეზე შეწითლებულია, ეს იმედია ყინვის ბრალია და არა ძალადობის, იმედია, ეს არ არის სისხლი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხავს, რომ მის შვილს ძალადობა განეხორციელებინა ვინმესადმი.

“კადრებში ჩანს, როგორ აიყვანა პოლიციამ ჩემი შვილი და ასევე ჩანს, რომ სახეზე შეწითლებულია, ეს იმედია ყინვის ბრალია და არა ძალადობის, იმედია ეს არ არის სისხლი. როგორც გავიგეთ, საგარეჯოშია გადაყვანილი და ადვოკატის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მე მას კარგად ვიცნობ, ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი იყო, არ ვიცი რა ვითარებაში მოხდა მისი აყვანა, იმედია, ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ. გამოვრიცხავ, რომ მას ძალადობა განეხორციელებინა ვინმესადმი, როგორც სხვა აქციის მონაწილეებს, ასევე ჩემს შვილსაც შეიძლება დააბრალონ რაღაცები, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვი ვერაფერს. მე შემეძლო, დამერეკა ვინმესთვის, მაგრამ ჩემთვის ჩემი შვილისა და სხვების ბედი იგივეა, ამიტომ საერთო კონტექსტში ვეძებდით და მადლობა იმ ხალხს, ვინც დაგვეხმარა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები