spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული არცერთი ბრალდება არ არის ისეთი, რომლის გამოც ციხეში უნდა იჯდეს

მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს,  მის წინააღმდეგ არსებული არცერთი ბრალდება არ არის ისეთი, რომლის გამოც ის ციხეში  უნდა იჯდეს, –  ამის შესახებ Front News-ს „ქართული ოცნების“ მმართველობის   ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და არაა სამართლებრივად გამართლებული. 

“სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია და  რა თქმა უნდა,  ის იდეალური არ იყო, მაგრამ მის წინააღმდეგ არსებული არცერთი ბრალდება არ არის ისეთი, რომლის გამოც ციხეში  უნდა იჯდეს. მაგალითად, გირგვლიანის მკვლელების შეწყალება, შეიძლება არასწორად შეიწყალოს, მაგრამ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და არსად წერია, რომ შეწყალების გამო პრეზიდენტი ციხეში უნდა გაუშვა. თუ ეს ასე არაა, მაშინ შეიძლება შევედავოთ სხვა პრეზიდენტებსაც, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არასწორად იწყალებს, მაგრამ მუხლი არ არსებობს ამის. 

ან სახელმწიფო საზღვრის კვეთის საქმე, შემოვიდა უკანონოდ,  მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ამ მუხლით ციხეში არ მიდის, ჯარიმას იხდის, რაღა პრეზიდენტი გაუშვი ამის გამო ციხეში? კაცი არ მოუკლავს, განსაკუთრებული არაფერი დაურღვევია, არც კი უცემია ვინმე, შეიძლება შეეფარდოს ჯარიმა. ყველაფრიდან ჩანს,  რომ მიხეილ საკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკურად მოტივირებული. სააკაშვილის საქმეზე აგებს დღის წესრიგს „ქართული ოცნება“, რაც თეთრი ძაფით ნაკერია.  ეს პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა და არა სამართლებრივად გამართლებული“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები