არჩევნები შეიძლება სრულად წავაგოთ, მაგრამ თუ არ შეხვედი ამ არჩევნებში, გარანტირებულად აგებ და თუ შეხვედი, ინფორმაციას მაინც გამოიტან გაყალბებაზე, მაქინაციაზე, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უფრო აიძულებს, რომ გადახედოს თავის ქმედებებს.
“არჩევნები შეიძლება სრულად წავაგოთ, პირობითად, მაგრამ თუ არ შეხვედი ამ არჩევნებში, გარანტირებულად აგებ და თუ შეხვედი, ინფორმაციას მაინც გამოიტან გაყალბებაზე, მაქინაციაზე.
ივანიშვილს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უფრო აიძულებს, რომ გადახედოს თავის ქმედებებს, მაგრამ მხოლოდ ჩვენზე და ქუჩაზე ხომ არ არის სანქციები დამოკიდებული. მილიარდერების დასანქცირება ასეთი იოლი არ უნდა იყოს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ეფექტური იქნება ივანიშვილის სანქცირება, უფრო ეფექტური არის ქუჩაში ხალხი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.