spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – მსოფლიო ვეღარ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც იყო ომამდე, პრაქტიკულად, დღეს მიდის მესამე მსოფლიო ომი

მსოფლიო ვეღარ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც იყო ომამდე. პრაქტიკულად, დღეს მიდის მესამე მსოფლიო ომი, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მონსტრი, რომელიც დაიშალა 1990-იან წლებში, დღეს სულს ღაფავს.

“აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო ვეღარ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც იყო ომამდე. პრაქტიკულად, დღეს მიდის მესამე მსოფლიო ომი. ჩვენ გვაქვს მეოთხე ეტაპი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაწყებული პროცესების დამიწების. უკრაინის ამ სამწლიანი ომით ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, ინგრევა საბჭოთა კავშირი. დღეს ვხედავთ, რომ მონსტრი, რომელიც დაიშალა 90-იან წლებში, დღეს სულს ღაფავს, ამიტომ მთელი დემოკრატიული სამყარო და ლიბერალური დემოკრატიული ხედვები ამას ხელს უწყობენ – მოკვდეს ისე, რომ ჩვენ მინიმალურად დაგვაზიანოს. რუსეთი არ გაქრება არსად, თუ რუსეთი, როგორც იმპერია ინგრევა, ადგილას უნდა დარჩეს ნორმალური სახელმწიფო – რუსეთი, რომელსაც ექნება კეთილმეზობლური დამოკიდებულება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. რუსეთმა თავისი ვერცერთი მიზანი ვერ შეასრულა – დენაციფიკაცია უკრაინის, დემილიტარიზაცია და ნატოს არ გაფართოება, რუსეთმა ვერცერთი თავისი  მიზანი ვერ შეასრულა”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები