ოპოზიციური პარტიები არიან ვალდებული, ჩამოაყალიბონ პოზიცია თუ რატომ არ ვარგა ეს ხელისუფლება და რით არიან ისინი მათზე უკეთესები იმიტომ, რომ მათ აქვთ პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლის, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების გაფართოება ოპოზიციის საქმე არაა და მათ ქვეყნის შიგნით უნდა მიხედონ საქმეებს.
“რა თქმა უნდა, სანქციები უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს, მაგრამ მარტო სანქციებით წარმატებას ვერ მივაღწევთ. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯებია.
“ქართულ ოცნებას” ჩამოშლიან საქართველოს მოქალაქეები. უცხოეთი, დემოკრატიული სამყარო ამაში დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებენ. ჩვენს ხელში ძალიან ბევრი რამაა.
ოპოზიციური პარტიები არიან ვალდებული, ჩამოაყალიბონ პოზიცია თუ რატომ არ ვარგა ეს ხელისუფლება და რით არიან ისინი მათზე უკეთესები იმიტომ, რომ მათ აქვთ პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლის. როცა ამბობენ, რომ ეს სანქციები კარგია და გადაედება სხვა სახელმწიფოებს, დიდი ბოდიში, ჩემო მეგობრებო, მაგრამ ეს თქვენი საქმე არაა. თქვენი საქმე არის ქვეყნის შიდა მოვლენები, თქვენ ხალხს უნდა ელაპარაკოთ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.