spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – “ქართული ოცნების“ გათვლა არის ხელისუფლების შენარჩუნება, ერთადერთი ძალა, რომელიც არასოდეს გაგამტყუნებს არადემოკრატიული მმართველობის გამო, რუსეთია

“ქართული ოცნების“ ერთადერთი გათვლა არის ხელისუფლების შენარჩუნება, ერთადერთი ძალა, რომელიც არასოდეს  გაგამტყუნებს არადემოკრატიული მმართველობის გამო, არის რუსეთი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ. 

 

“ქართული ოცნების“ ერთადერთი გათვლა არის ხელისუფლების შენარჩუნება. ეს  რომ შეიძლებოდეს არადემოკრატიული ფორმებით, მაშინ  დასავლეთი მისაღები იქნებოდა, მაგრამ დასაველეთი ვერ შეარჩენს მას არადემოკრატიული ფორმებით ძალაუფლების შენარჩუნებას. ამიტომ ერთადერთი ძალა რჩება რუსეთი, რომელიც არასოდეს არ გაგამტყუნებს არდემოკრატიული მმართველობის გამო და არ გეტყვის, რომ არ გემეგობრები, რადგან  შენთან დემოკრატია არ არის.  ამიტომ უნდა-არ უნდა და ჩანს, რომ  უნდა, მისრიალებს რუსეთიკენ. მისთვის მთავარია, თვითონ იყოს კარგად, მათი ერთადერთ გზა არის ძალაუფლების შენარჩუნება უკვე რუსეთთან ერთად, რადგან სხვანაირად ძალაუფლებას უკვე ვერ ინარჩუნებენ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

 

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია დაშალა, რადგან მასში მყოფი პარტიები დასაველეთისკენ ექაჩებოდნენ.  

 

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი განმარტავს,  საქართველოს ათასჯერ უკეთესი გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია,  ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალა ამ შესაძლებლობას არ იყენებს.  

 

“ჩვენ უნიკალური ადგილი გვაქვს კავკასიაში, მარტო ჩვენ ვართ მეგობრები ყველა კავკასიური ქვეყნის, ჩვენ მეტი რესურსები გაგვაჩნია, გვქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა,  ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ამას არ ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მიჰყარ-მოჰყარეს თავისი მოკავშირეები ყველა, დაშალეს კოალიცია, რადგან ნახეს, რომ ესენი დასავლეთში მიათრევდენ მას. ცალსახად და მკაფიოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად არჩევანია მხოლოდ რუსეთი“, –  განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

 

მისი თქმით, რუსეთმა საქართველოდან უკვე წაიღო, რისი წაღებაც შეეძლო. 

 

“რუსეთს აქვს საკმაოდ ამორალური ლოგიკა, იღებს იმას,  სადაც მას ელოდებიან, ამიტომ ებღაუჭება დონბასს დღეს შანტაჟის ფორმით, მან აიღო დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი.

 

ორი გრავიტაცია აქვს დღეს საქართველოს, ერთი რუსეთი და მეორე დასავლეთი, რუსეთი სუსტდება და კეთილი ინებე და წამოდი მეორესკენ, რომელიც 100 წელია, არ ყოფილა საქართველოში, არა, ჩვენ დოყლაპიურად მივყვებით რუსეთს და არა დასავლეთს, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა „მთავარის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები