spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – “ქართული ოცნების“ მთელი ენერგია მიდის ძალაუფლების შენაჩუნებაზე, სხვა მიმართულებით პროცესები პრაქტიკულად, გაჩერებულია

“ქართული ოცნების“ მთელი ენერგია მიდის ძალაუფლების შენაჩუნებაზე, სხვა მიმართულებით პროცესები პრაქტიკულად, გაჩერებულია, – ამის შესახებ Front News-ს  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  პაატა ზაქარეიშვილმა „ქართული ოცნების“ 10-წლიანი საქმიანობის შეფასებისას  განუცხადა. 

მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს,  როგორც ერთპარტიული მმართველობით,  ასევე ეკონომიკაშიც მის მიერ დატოვებულ ხაზს ვერ გაცდა. 

 

“რამდენად სიცოცხლიუნარიანია პარტია,  ამას ვერ განსაზღვრავ, ვიდრე ოპოზიციაში არ მოხვდება ერთხელ მაინც. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. 

 

“ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ისე მოვიდა, ოპოზიციაში არ ყოფილა. თავის დროზე შეიქმნა როგორც  კოალიცია, რომელიც 2016 წელს დაიშალა,  „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება შეინარჩუნა, კოალიციის შემადგენობაში მყოფი პარტიების უმეტესობა კი,  პრაქტიკულად, აორთქლდა,  ივანიშვილის „შუაგაკრეფის“ პრინციპის შედეგად. 

 

“ქართული ოცნება“ დღეს ხელისუფლებაშია და ინარჩუნებს ძალაუფლებას,  ოღონდ მთელი ენერგია მიდის ამ ძალაუფლების შენაჩუნებაზე, სხვა მიმართულებით პროცესები, პრაქტიკულად, გაჩერებულია. –  ეკონომიკაში  სიახლეები არაა, რაც დაუტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“,  მეღვინეობა და ტურიზმი, ამას ვერ გაცდა, ახალი დარგები ვერ განავითარა, არ მომხდარა რეფორმები ეკონომიკაში. პოლიტიკურ მმართველობაშიც,  რაც  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუტოვა, ერთპარტიული მმართველობითი სისტემა, იმას აგრძელებს. ის კი არა და,  სადაც კი წააგეს ადგილობრივი არჩევნები,  პრობლემებს ქმნიან, მაგალითად, სენაკში, ბათუმში, წალენჯიხაში, რუსთავში. აშკარად ებრძვიან იმ პარტიებს,  რომლებიც არჩეულია ხალხის ნებით, ეს არ არის დემოკრატია. ვერ იტანენ სხვა პარტიას, ერთპარტიულ მმართველობით სისტემაზე არიან ორიენტრირებული, სასამართლოში უჩივიან საკრებულოს სენაკში, იმიტომ რომ იქ გახარიას პარტიამ და „ნაციონალურმა  მოძრაობამ“ მოახერხეს  თავმჯდომარის არჩევა. 

კოალიციის დროს მოხდა დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, როგორც კი დარჩა მარტო „ქართული  ოცნება“, ისევ ყველაფერი უკან დააბრუნა. 

სასამართლოშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზი გრძელდება, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები დააბრუნეს, რომლებიც სისტემას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მართავდენ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები