spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაოლო ალი – ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი

უკრაინა 5 წელზე ადრე ნატო-ს წევრად გახდომას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ Front News-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პაოლო ალიმ განუცხადა.

 

“ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. როგორც იცით, არსებობს წევრობის გარკვეული პროცედურები. რთულია პასუხი, ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია ამაზე საუბარი. ასევე გრძელდება ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამ ქვეყნებმა პროცედურა გაცილებით ადრე დაიწყეს, ვიდრე უკრაინამ, მაგრამ მათაც კი ამ დრომდე არ იციან, როდის იქნება მათთვის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი. ასეთი კითხვა ერთი თვის წინ საქართველოშიც მოვისმინე და მასზე პასუხი კვლავინდებურად რთულია”, – განაცხადა ალიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ზუსტი ვადების პროგნოზირება რთულია.

 

“მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უფრო ადრეა შესაძლებელი, ვიდრე 5 წელი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს პროცედურა დაიწყება”, – აღნიშნა მან.

 

ამასთან, პაოლო ალი აცხადებს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.

 

“ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ეს იგივეა, როგორც ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ უნდა მიიღოთ ცვლილება კანონში, შემოწმდეს ბევრი რამ. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს როგორც სამხედრო, ასევე თანამშრომლობის დონეზე – დემოკრატიის, საერთო ფასეულობების დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა ბევრ რამეს თქვენ უკვე აკეთებთ. თქვენი დემოკრატია წინ მიდის და ვითარდება, თქვენ ებრძვით კორუფციას, ვფიქრობ, რომ კორუფცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას”, – განაცხადა ალიმ.

 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის თქმით, ალიანმა უკვე დაიწყო უკრაინასთან თანამშრომლობა.

 

“თანამშრომლობა უკვე დაიწყო და ეს მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ჩვენ გვექნება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ინტერგრაციის კუთხით ძალიან ძლიერია. არსებობს უკრაინის ჯარის და ნატო-ს ძალების შორის თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმება. ამის შემდეგ კი გაწევრიანების პროცედურა ფორმალურად დაიწყება, თუმცა ეს დამოკიდებულია ნატო-ზე და არა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე”, – განაცხადა ალიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები