პარიზის ცენტრალურ უბანში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.
სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 69 წლის მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, პოლიციამ მალევე დააკავა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.