spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტი ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების საკითხზე მუშაობს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს.
 

დღეს, ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით საბჭოს ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, სამუშაო შეხვედრა გამართა.
 

აღნიშნული ვალდებულების შესრულებისთვის გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტმა, ნინო ბერაძემ.
 

პრეზენტაციაში მოცემული რეკომენდაციების თანახმად: პარლამენტში მიღებული კანონის შესახებ უნდა შემუშავდეს საინფორმაციო ფურცლის ერთიანი ფორმატი, საინფორმაციო ფურცელი უნდა მომზადდეს შესაბამისი კომიტეტის აპარატებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით და ასევე, აუცილებელია განისაზღვროს კანონპროექტების ტიპი, რომლებზეც ასეთი საინფორმაციო ფურცელი მომზადდება.
 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც გამოთქმული პოზიციების შეჯერების შემდეგ სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას გამართავს.
 

საკითხის ინიციატორები არიან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები