spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტი საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს. 

 

დღეს, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები გახსნა. 

 

კონკურსში დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია მონაწილეობს: “დელოიტი და ტუში”,   (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (“Ernst & Young Global Limited”),  “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო). ამ სამიდან ერთ-ერთი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების  აუდიტს განახორციელებს. 

 

როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020  წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG -იმ განახორციელა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები