პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა დღეს იურიდიულ კომიტეტზე იგეგმება.
წარდგენილი კანდიდატები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან.
ოპოზიციური პარტიები წარდგენილ კანდიდატებს უნდობლობას უცხადებენ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შესარჩევი კონკურსი გამჭირვალედ და ობიექტურად წარიმართა და გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტშიც გამჭირვალე იქნება.