spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“პარლამენტის არჩეული ყველა წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს “ქართულ ოცნებასთან” მთავრობის ფორმირებაში”

“კოალიცია ცვლილებისთვის” გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის არჩეული ყველა წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” მთავრობის ფორმირებაში, – ამის  შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 47 დღეში იქნება დღე, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს ცვლილებას.

“47 დღეში იქნება დღე, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს ცვლილებას. ყველა მონაცემით, ყველა შეხვედრაზე, ყველა შეგრძნებით, ქართველ ხალხს დღეს აერთიანებს მტკიცე და ძლიერი სურვილი ცვლილების, რომელიც შესაძლებელია. ჩვენ, როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის”, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ აღვასრულოთ ხალხის სურვილი და ყველა ხელოვნური ბარიერი, რომელიც ამ ცვლილებას შეიძლება, რომ წინ დახვდეს, გავწიოთ და განვახორციელოთ ხალხის მანდატი.

შესაბამისად, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს, ეს არის ის, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს და ამაზე მიიღებენ მტკიცე პასუხს, მეორე, რაც შეიძლება, მათ ჰქონდეთ თავში, არის მოსყიდვა, გარიგება იმ ადამიანებთან, ვინც იქნებიან არჩეულები. “კოალიცია ცვლილებისთვის” გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის არჩეული ყველა წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” მთავრობის ფორმირებაში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა ნიკა გვარამიამ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ მემორანდუმს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს და მსგავსი ვალდებულების აღებისკენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები