“მინდა, გამოვეხმაურო არნახულ აგრესიას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება, ომს, რომელსაც ყოველდღიურად მსხვერპლი მოაქვს – კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს განსაკუთრებულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ბიუროს სხდომაზე უკრაინაში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
“ეს ომი დაკავშირებულია მსხვერპლთან, ადამიანურ ტრაგედიებთან“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.