პარლამენტის ბიუროს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.
“სამწუხაროდ, მიმდინარე ზაფხული ტრაგიკული მოვლენით იყო დატვირთული. შოვში, სტიქიამ წაიღო ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე. დღემდე მაშველები 2 ადამიანს ეძებენ.
მინდა მადლობა გადავუხადო სამაშველო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს, ექიმებს, პოლიციას, ყველას, ვინც ჩართული იყო ძებნის ღონისძიებებში და ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც შესაძლებელი გახდა ამ მასშტაბის სტიქიის პირობებში გზის მიყვანა, შესაბამისი სამძებრო სამუშაოების ჩატარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.