spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თამაზ მოლაშვილი გამოჰკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თამაზ მოლაშვილი გამოჰკითხა.

თამაზ მოლაშვილმა მისი შვილის სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სულხან მოლაშვილმა, როგორც კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს, სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შედეგად საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით მრავალი დარღვევა აღმოაჩინა.

როგორც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირადი შურისძიების მიზნით, სულხან მოლაშვილი დააპატიმრებინა.

თამაზ მოლაშვილის განცხადებით, საპატიმროს საკანში სულხანს აწამებდნენ, არ იყო სკამი, სინათლე, იყო უჰაერობა, ცუდი კვება და C ჰეპატიტის აღმოჩენიდან მხოლოდ 11 თვის შემდეგ დაუწყეს მკურნალობა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, სულხანის ძმას შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდნენ, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი, იგი დააკავეს და გათავისუფლების სანაცვლოდ კვლავ სტრასბურგის სასამართლოდან საჩივრის გამოტანა მოითხოვეს.

თამაზ მოლაშვილის განცხადებით, თბილისის პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის მოთხოვნით, ოჯახმა, იმ პირობით, რომ სულხანს ციხიდან გაათავისუფლებდნენ, წყნეთში აგარაკი შეიძინა. მისი თქმით, ეს პირობა არ შესრულდა და აგარაკი, შეძენიდან ორი დღის შემდეგ, „გაკულაკების“ სცენის დადგმით, სახელმწიფოსთვის დაათმობინეს.

როგორც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, მისი შვილი, სულხან მოლაშვილი „ნელი სიკვდილით მოკლეს“.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული საქმე, რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნაში აისახება.

“სულხან მოლაშვილის საქმე იქნება ის ერთ-ერთი საქმე, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს და სხვებს პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები