spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვირას,  18 ივლისს,  12:00 საათზე დაიწყება. რიგგარეშე სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. 
 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს აირჩევენ და შესაბამის დადგენილების პროექტს უყრიან კენჭს.
 

გარდა ამისა, რიგგარეშე სხდომაზე, პლენარული სხდომების გაცდენებიდან გამომდინარე, პარლამენტის რამდენიმე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

 

„ეს საკითხი რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და ეს თემა იქნება რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი საკითხი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები