spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 სთ-დან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

 

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები