საქართველო-რუსეთის ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, 2 234 დაიჭრა/დაშავდა, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე. განადგურდა 53 სოფელი, ასი ათასობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია, მათი დიდი ნაწილი დღემდე დევნილია.
2008 წლის 26 აგვისტოს კი რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” გამოაცხადა და საქართველოს 20% ოკუპაციის ქვეში მოექცა.