spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები გორში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს.

 

“დეპუტატები პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

 

პარლამენტარებმა დაათვალიერეს განახლებული ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი და სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. მოგვიანებით, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, დეპუტატები უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან და საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებს სტუმრობენ”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები