spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებიან

დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩავიდნენ.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატები არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ  და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

 

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, სამის ძებნა გრძელდება. ერთი ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

 

საგანგებო რეჟიმში გრძელდება მუშაობა – ადგილზე მძიმე ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები