საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვა შესაძლებელი იქნება.
როგორც წესი, პარლამენტის ბიუროს სხდომა საჯაროა, თუმცა ბიუროს სხდომა შეიძლება, დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა.
ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით და დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს სხდომის თავმჯდომარე დაადგენს. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
ბიუროს სხდომას დღეს კიდევ ერთი ინიციატივა წარედგინება – პარლამენტის წევრს, რომელსაც პლენარულ სხდომას ან კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ, ხელფასიდან 5% დაუკავდება.
დღეს მოქმედი რეგლამენტით, დეპუტატს ხელფასიდან გარკვეული პროცენტი მხოლოდ სხდომების გაცდენისთვის უკავდება.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით კი, პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა იქნება გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%