პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივი არიან შეკრებილი.
მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს და 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელის მსგავსად ყვითელი ავტობუსებიც დგას.