თბილისში პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის მიზნით მოქალაქეები იკრიბებიან.
დღევანდელი აქცია უკრაინელებმა დააანონსეს, მათ უერთდებიან საქართველოს მოქალაქეებიც.
ისინი უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს აპროტესტებენ და რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვენ.
უკრაინელი მოქალაქეების თქმით, მათთვის განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე, როდესაც უყურებენ როგორ იბომბება კიევი.
“საშინელი დღეა, სხვადასხვა რეგიონში ახლობლებთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, ისინი ელექტროენერგიის, ინტერნეტის გარეშე არიან, დღეს ყველაზე რთული დღეა თებერვლიდან მოყოლებული, რუსებს არ შეუძლიათ ამის მეტი რამე გააკეთონ, ახლა უკრაინაა, ვინ იცის, რომელი იქნება შემდეგი“, – განაცხადა აქციის მონაწილე უკრაინის მოქალაქემ.