spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის, არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა 77 ხმით დაუჭირა მხარი.

 

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით ცესკოდან  ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღეს და  კომიტეტის დასკვნა არის დადებითი.

 

გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 26 ივნისის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები