spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა ირაკლი ხახუბიას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი

“დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გამორჩეულ მეგობარს და კოლეგას ირაკლი ხახუბიას. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი,  როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, საკუთარი, მშობლიური კუთხის წარმომადგენელი, რომელზეც ის უზომოდ იყო შეყვარებული.

 

მისი ყოველდღიური ფიქრი მისი ოჯახის სიყვარულს და  სამშობლოს უანგარო სამსახურს ეკუთვნოდა. ამიტომაც იყო ის გამორჩეულად თბილი და გამორჩეულად პატრიოტი ადამიანი. გთხოვთ, წუთიერი დუმილი პატივი მივაგოთ მის ხსოვნას”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

დეპუტატებმა ტრაგიკულად გარდაცვლილი კოლეგის ირაკლი ხახუბიას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

პარლამენტის წევრთა საერთო გადაწყვეტილებით პლენარული სხდომა დაიხურა.

 

მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას პარლამენტი ხვალიდან გააგრძელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები