spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა

პარლამენტმა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად ქალაქ რუსთავში, N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 91  ხმით, ერთხმად დაუჭირა.

 

დადგენილების შესაბამი პროექტი პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. 

 

„წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ირაკლი შატაკიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები