spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.

 

ნანა ყეინიშვილს 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არცერთ დეპუტატს არ მიუცია ხმა. რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მისი კანდიდატურის მომხრე 82 დეპუტატი იყო, არცერთი წინააღმდეგი.

 

ორივე კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა დღეს საკომიტეტო მოსმენისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს აღნიშნული კანდიდატურების უკან გაწვევა სურს. მის საპასუხოდ სხდომაზევე მმართველმა გუნდმა აღნიშნა, რომ გაწვევის მსგავსი პროცედურა არ არსებობს.

 

ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში – 21 ნოემბრიდან დატოვებენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები