პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისთვის, კერძოდ 51 დეპუტატის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.
ყველა ოპოზიციური დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს სათითაოდ ეყარა კენჭი.
კენჭისყრამდე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან.