პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ საკადრო გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა ლელა ჯანაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი კი კოკა კაციტაძე.
აღნიშნული ორი სამსახური ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, რომელიც გაუქმდა.