spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა.

კანონპროექტი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფინანსდებოდა უცხო ქვეყნის მიერ და მათი მხრიდან ხდებოდა არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არამედ დამფინანსებელი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესების გატარება.

“ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ე.წ.USAID-ის სკანდალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. გამოვლინდა, რომ არა მხოლოდ USAID, არამედ სხვა ფონდები  როგორ ახდენდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართული აქციების დაფინანსებასა და რევოლუციების მოწყობას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კანონპროექტით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც მათთვის საინტერესოა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის სავალდებულოობა აღარ იარსებებს.

აგრეთვე, პროექტით ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, არჩეულად ითვლება ცესკოს წევრობის ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა.

ცვლილებებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები