spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა “პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “პროკურატურის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით – 82 ხმით მიიღო.

 

კანონპროექტით პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურების და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის.

 

რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

 

კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ.  ასევე განისაზღვრება, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისთვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს.

 

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება, მათ შორის, წოდებისთვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, მათ შორის, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე და თენგიზ შარმანაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები