პარლამენტარებმა პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს დეპუტატ ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან.