საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების სამ ვაკანსიაზე შესარჩევია წევრები, რომელსაც საკონკურსო კომისია შეარჩევს.
კომისიის შემადგენლობაში არიან: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.