spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “ზოგადი განათლების შესახებ“  კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის,  ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას.

 

კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები). 

 

“კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები“ , – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები