საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მესამე ანგარიშს ეხმიანება.
“არ მქონდა შესაძლებლობა დასკვნას დაწვრილებით გავცნობოდი, თუმცა იგი იმეორებს იმას, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობა და მოსახლეობა დიდი ხანია ამბობს. აუცილებელია ინკლუზიური და ფართო დისკუსია მართლმსაჯულების რეფორმებისა, ვიდრე მოსამართლეების დანიშვნების პროცესი დაიწყება, მანამდე, დანიშვნის პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და ამ ინკლუზიური განხილვების შემდეგ გაგრძელდეს. იმიტომ რომ ეს იყო, რაზეც 19 აპრილს შეთანხმდნენ მხარეები და პარტიები. ეს გასაგები და ნათელია, რომ ეს იყო გაწერილი თანმიმდევრულობა – ფართო და ინკლუზიური დებატები მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაპაუზება, ვიდრე ეს დისკუსია დასრულდება, შემდეგ პროცესის განახლება ახალი ჩარჩოს ფარგლებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამას გააკეთებს. პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ ეს პროცესი დააპაუზოს. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ოდირის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეს ასეც მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და შესაბამისად ჰქონდეს ნდობა იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც შემდგომში ეს მოსამართლეები მიიღებენ” – განაცხადა ელჩმა.