“ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” დეპუტატები “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს პაატა მანჯგალაძეს დაუპირისპირდნენ.
მათი გაღიზიანება მანჯგალაძის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში და აღნიშნა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
ვითარება მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.