spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრობის კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო.
 
ცესკოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილნი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.
 
ცესკოს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს მოუსმენს.
 
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
 
მისი თქმით, მიმდინარე პროცესი არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსესუსით – 2/3-ით ცესკოს კანდიდატურების არჩევას და საზოგადოებას ამ კომისიის მიმართ ნდობა არ ექნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები