spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო.
 

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
 

გასული წლის დეკემბერში, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები