თბილისში, პარლამენტთან, აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.
ტელეკომპანიის ცნობით, 9 აპრილის ქუჩაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მარიამ გაფრინდაშვილზე და ოპერატორზე პაპუნა ხაჩიძეზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკურად იძალადეს.
მარიამ გაფრინდაშვილს ჭრილობა აქვს თავის არეში, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.
ამ დროისთვის მარიამ გაფრინდაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი.