spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

დედაქალაქში საპროტესტო აქცია იწყება. სხვადასხვა ადგილას შეკრებილი ოპოზიციური პარტიები, სტუდენტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პროტესტის მთავარ ცენტრთან – პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან.

აქციის მონაწილეებს შორის არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც. მათ ცოტა ხნის წინ სტუდენტებთან ერთად მარში გამართეს.

აქციის მთავარი მიზანი 25 ნოემბერს დაგეგმილი პარლამენტის პირველი სხდომის გაპროტესტება და ხელახალი არჩევნებია.

პროტესტის მონაწილეების თქმით, “ოცნებას” ხალხის ხმებს არ დაუთმობენ. ისინი პროტესტის ნიშნად, ქუჩაში ღამის გათევას აპირებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები