spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს

საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტთან მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები