თბილისში, პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. დაკავების დროს სპეცრაზმელები მოქალაქეების ფიზიკურად უსწორდებიან.
დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
სამართალდამცველები პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლს, მანამდე კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო! დადექით საქართველოს გვერდით!“
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.