პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, სულ მცირე სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულების ვინაობა ჯერ უცნობია.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ამ წუთებშიც დაპირისპირებაა.
აქცია “არა რუსულ კანონს” პარლამენტის წინ გრძელდება. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.