პარლამენტის უკან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლა სურდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
შსს-ს ინფორმაციით, ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.