spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება.

ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

პარლამენტის უკანა მხარეს ასევე, მობილიზებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები. ისმის გაფრთხილება აქციის მონაწილეების მისამართით, რომ დაიშალონ.

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს იმოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები