spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

თბილისში, პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.

 

მათი თქმით, ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

 

მაღაროელები დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქციასაც გამართავენ, რომელსაც ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებიც შეუერთდებიან.

 

ჭიათურელი მაღაროელები უკვე 16 დღეა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი უკვე 10 დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ ვენები გადაიჭრა, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები